saqarTvelos mwvervalebi - mefiskalo
მეფისკალო (ნეფისკალო) - მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონზე, ყელის ვულკანურ ზეგანზე, მდინარე დიდი ლიახვისა და მთიულეთის არაგვის სათავეებში. დიდი მეფისკალო (3694 მ.) აღმართულია ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში, პატარა მეფისკალო (3519 მ.) - ზეგნის აღმოსავლეთ პერიფერიაზე. აგებულია ანდეზიტებითა და ლიპარიტ-დაციტური ლავებით. კარგად არის გამოხატული მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები მოკლებულია მცენარეულ საფარს.